სტაციონარული მომსახურება
"თბილისის ზღვის ჰოსპიტალი"-ს სტაციონარი გათვლილია 100 საწოლზე და ემსახურება პედიატრიული, ქირურგიული, ტრავმატოლოგიური, თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური, გინეკოლოგიური და ნევროლოგიური პროფილის პაციენტებს
ემერჯენსი სერვისი
ემერჯენსი (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება) წარმოადგენს კლინიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას და მოიცავს: ბავშვთა ობსერვაციას, მოზრდილთა ობსერვაციას, შოკის დარბაზს, სამანიპულაციოს, ტრიაჟის ოთახს და გადაუდებელ საოპერაციოს დარბაზს
სამედიცინო კონსულტაცია
"თბილისის ზღვის ჰოსპიტალი"-ს ექიმები ატარებენ კონსულტაციებს თითქმის ყველა მიმართულებებით, მათ შორის: ზოგადი ქირურგია, პედიატრია, ტრავმატოლოგია, უროლოგია, ენდოსკოპია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, გინეკოლოგია, ნეიროქირურგია, ენდოკრინოლოგია...
ხარისხიანი მედიკამენტები
"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" პაციენტების მკურნალობისთვის გამოიყენება მხოლოდ სერთიფიცირებული და მაღალი ხარისხის, ადგილობრივი და იმპორტირებული მედიკამენტოზური საშუალებები. შექმნილია ერთი თვის მარაგის მედიკამენტების საწყობი
ჩვენი სამედიცინო სერვისები
-
ემერჯენსი
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (EMERGENCY) მოიცავს: მოზრდილთა ობსერვაციას (4 საწოლზე), ბავშვთა ობსერვაციას (6 საწოლზე) და შოკის დარბაზს (2 საწოლზე). განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე რესპირატორული ტექნიკითა და მონიტორული სისტემებით.
ქირურგიული მკურნალობა
ქირურგიის მიმართულებები: ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, თორაკალური ქირურგია, ანგიოქირურგია, ენდოვიდეო ქირურგია, გინეკოლოგია, უროლოგია, პროქტოლოგია, ყბა-სახის ქირურგია. დეპარტამენტს ემსახურება საოპერაციო ბლოკი 4 საოპერაციო დარბაზით. საოპერაციოები აღჭურვილია თანამედროვე საანესთეზიო ტექნიკით, ნეიროქირურგიული მიკროსკოპით, ლაპარასკოპული ტექნიკით.
პედიატრია
პედიატრიის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პედიატრიული პათოლოგიის მკურნალობას გულის თანდაყოლილი მანკების გარდა.
დღის სტაციონარი
დღის სტაციონარი განკუთვნილია პაციენტების იმ კატეგორიისთვის, რომლებიც საჭიროებენ ამბულატორულ პროცედურებს მონიტორული დაკვირვების ქვეშ. დღის სტაციონარის პირობებში ტარდება შემდეგი პროცედურები: ინტრავენური ინფუზიები, მათ შორის სპეც პრეპარატების ი/ვ შეყვანა, ენდოსკოპიური მანიპულაციები ი/ვ ანესთეზიით და სხვა.
-
ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია ულტრათანამედროვე გერმანული აპარატურით. დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელია მაღალი სიზუსტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ყველა მიმართულებით.
ენდოსკოპია
ენდოსკოპიური სამსახური აღჭურვილია უახლესი დიაგნოსტიკური სისტემით. ევროპული სტანდარტების შესაბამისად ტარდება ვიდეოგასტროსკოპია, დუოდენო, ბრონქო და კოლონოსკოპია, ხორციელდება ბიოფსიური მასალის აღება და ზუსტი კველევები პროცედურების მიმდინარეობის დროს. ყველა მანიპულაცია ტარდება გაუტკივარებით, რაც დამატებით კომფორტს უქმნის პაციენტს.
ნევროლოგია
ნევროლოგიის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მიმართულების ყველა პათოლოგიური მდგომარეობის მართვას თანამედროვე გაიდლაინების გათვალისწინებით. დეპარტამენტი დაკომპლექტებულია თანამედროვე დონეზე მომზადებული სამედიცინო პერსონალით და უახლესი ტექნიკით, განყოფილებას გააჩნია ცალკე ინტენსიური თერაპიის პალატა (ოთხი საწოლი) განსაკუთრებულად მძიმე კონტიგენტისთვის.
კარდიოლოგია
კარდიოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს პაციენტების მომსახურებას საბაზისო გამოკვლევებით, კერძოდ: კარდიოგრაფია, გულის ექოსკოპიური კვლევები, დოპლერი. კლინიკაში მუდმივად იმყოფება მორიგე კარდიოლოგი, რაც სერვისის სრულ უწყვეტობას განაპირობებს.
-
ნეიროქირურგია
ჩვენი ნეიროქირურგიული განყოფილება თავისი აღჭურვითა და კადრებით ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში. ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა სახის ქირურგიული ჩარევა როგორც თავის ტვინზე, ასევე ხერხემალზე. საოპერაციო აღჭურვა მოიცავს: თანამედროვე ნეიროქირურგიულ მიკროსკოპს, კავიტაციურ ულტრაბგერით სკალპელს და დიგიტალურ მობილურ რენტგენოლოგიურ სისტემას.
ენდოკრინოლოგია
ენდოკრინოლოგიის სამსახური განკუთვნილია როგორც მძიმე პათოლოგიის მქონე, ასევე ამბულატორული პაციენტების მომსახურებისთვის. იგი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებით და აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, უნივერსალური სიმსუქნისა და სხვა მეტაბოლური დარღვევების მქონე პაციენტებს ემსახურება ამბულატორია და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარი.
კლინიკური ტრანსფუზიოლოგია
კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის სამსახური უზრუნველყოფს სტაციონარს, ინტენსიური თერაპიის პალატებსა და საოპერაციო ბლოკს ყველა ჯგუფისა და რეზუს–კუთვნილების სისხლის კომპონენტებით. მაღალი დონის აპარატურისა და კვალიფიციური პერსონალის მეშვეობით 24–საათიან რეჟიმში კლინიკა მარაგდება ერითროციტული და თრომბოციტული მასებით, კრიოპლაზმით, ორჯერ გარეცხილი ერითროციტებით.
ყბა-სახის ქირურგია
ყველა სახის ამბულატორიული და სტაციონალური მომსახურება ყბა-სახის ქირურგიაში, მათ შორის რბილ და მაგარქსოვილოვან კეთილთვისებიან სიმსივნურ და სიმსივნისმაგვარ წარმონაქმნთა ქირურგიული მკურნალობა, აგრეთვე დენტალური იმპლანტაცის (შვეიცარული იმპლანტით SGS)
ჩვენი სიახლეები

წინასწარი რეგისტრაცია ტესტირებისთვის
უფასო ანტიგენ ტესტირებების ჩატარება შეგიძლიათ წინასწარ ჩაწერით.კვლევაზე ჩასაწერად ყოველ დღე 10:00-18:00 საათამდე დაგვიკავშირდით ნომერზე (0322) 50 50 33.

ვაქცინაციის პროცესის დაწყება
დღეიდან შპს ,,თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" იწყებს Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს. ჯერჯერობით, შეგიძლიათ აიცრათ Pfizer-ის ვაქცინით.ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://booking.moh.gov.ge/#/
გამოხმაურებები
-
საუკეთესო ექიმები, არაჩვეულებრივი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ. აქ ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ 24 საათის განმავლობაში. უღრმესი მადლობა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს იმისათვის, რომ ღამის საათებში სასწრაფოს მიერ მიყვანილ ჩემს 3 წლის შვილს ყურადღება და სითბო არ მოაკელით...
facebook review 5*
-
თბილისის ზღვის ჰოსპიტალი არის საუკეთესო საავადმყოფო თბილისში, სადაც ოპერაციას აკეთებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმები 100%-ით დარწმუნებულები არიან მის აუცილებლობაში. არ ვიცი როგორ გადავუხადო მადლობა ამ ჰოსპიტალის მედ პერსონალს, განსაკუთრებით კლინიკის დირექტორს თეა ახალაძეს. კლინიკის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ჩემი 12 წლის ანასტასიასთვის ოპერაცია არ გაეკეთებინათ დეტალურ გამოკვლევამდე.
facebook review 5*
-
ეს არის ყველაზე დიდი და საუკეთესო რამ რაც კი ამ ბოლო ხანებში შეიქმნა.არაჩვეულებრივი კლინიკა,არაჩვეულებრივი ექიმებ და მოსახურება. ყველას მადლობა იქ მომუშავე პერსონალს.
facebook review 5*
ჩვენი ექიმები
მარეხი ბექაია
კლინიკური დირექტორი
თეონა ჯანიაშვილი
კრიტიკ. მედიც. დეპარტ. უფროსი
მარიამ ტყემალაძე
ემერჯენსის უფროსი
თამარ ბახტაძე
მულტიპროფ. დეპარტ. უფროსი