11 2018 აგვისტო
Image Post Format

სისხლის ანალიზის ჩატარება ტყვიის შემცველობაზე (Blood Lead Level (BLL)).


დღეიდან "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" შესაძლებელია სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა! ტყვია მეტალია, რომელიც მომწამვლელად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ორგანიზმში შეჭრილი ტყვია სისხლში გადადის და ჰემოგლობინის წარმოშობას უშლის ხელს, უარყოფითად კი ძირითადად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ტყვიით ინტოქსიკაცის დასადგენად საუკეთესო საშუალებაა სისხლის ანალიზის ჩატარება ტყვიის შემცველობაზე (Blood Lead Level (BLL)).

გაიგე მეტი
12 2018 ივლისი
Image Post Format

მასშტაბური აქცია "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში"!


12 ივლისს "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" მასშტაბური აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სამგორის რაიონის ბაგა-ბაღის პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. სხვადასხვა პროფილის ექიმებმა კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიეს ბაგა-ბაღების 130-მდე თანამშრომელს. აქცია გაიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის ინიციატივით და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ქეთევან ბარათელის მხარდაჭერით.

გაიგე მეტი
27 2018 ივნისი
Image Post Format

GPI-ის პროვაიდერი კლინიკა!


დაზღვეული პაციენტების საპენსიო ასაკის მქონე ოჯახის წევრებს კლინიკა მოემსახურება უფასოდ, 1 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს. მომსახურეობაში შედის:
• ოფთალმოლოგის კონსულტაცია;
• ტრავმატოლოგ / ორთოპედის კონსულტაცია;
• უროლოგის კონსულტაცია;
• ზოგადი ქირურგის კონსულტაცია.
თქვენი ჯანმრთელობა - ჩვენი პრიორიტეტია!!!

გაიგე მეტი
1 2017 თებერვალი
Image Post Format

GPI-ის პროვაიდერი კლინიკა!


2017 წლის 1 თებერვლიდან შპს "თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" გახდა GPI ჰოლდინგის პროვაიდერი კლინიკა. ვახორციელებთ თავდაცვის სამინისტროსა და სპეციალური ოპერაციების ძალების სასწავლო ცენტრის ბენეფიციარების სრულ სამედიცინო მომსახურებას.

გაიგე მეტი
22 2016 სექტემბერი
Image Post Format

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" ჩაერთო გეგმიური ამბულატორიის პროგრამაში!


მოსახლეობის თხოვნით, შპს "თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" ჩაერთო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიის კომპონენტში. სექტემბრის თვიდან ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ უფასო სამედიცინო მომსახურება: ლაბორატორიული კვლევები და კონსულტაციები. კლინიკა აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას.

გაიგე მეტი