სტაციონალური მომსახურება

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალი"-ს სტაციონარი გათვლილია 100 საწოლზე და ემსახურება პედიატრიული, ქირურგიული, ტრავმატოლოგიური, თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური, გინეკოლოგიური და ნევროლოგიური პროფილის პაციენტებს

ემერჯენსი სერვისი

ემერჯენსი (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება) წარმოადგენს კლინიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას და მოიცავს: ბავშვთა ობსერვაციას, მოზრდილთა ობსერვაციას, შოკის დარბაზს, სამანიპულაციოს, ტრიაჟის ოთახს და გადაუდებელ საოპერაციოს დარბაზს

სამედიცინო კონსულტაცია

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალი"-ს ექიმები ატარებენ კონსულტაციებს თითქმის ყველა მიმართულებებით, მათ შორის: ზოგადი ქირურგია, პედიატრია, ტრავმატოლოგია, უროლოგია, ენდოსკოპია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, გინეკოლოგია, ნეიროქირურგია, ენდოკრინოლოგია...

ხარისხიანი მედიკამენტები

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" პაციენტების მკურნალობისთვის გამოიყენება მხოლოდ სერთიფიცირებული და მაღალი ხარისხის, ადგილობრივი და იმპორტირებული მედიკამენტოზური საშუალებები. შექმნილია ერთი თვის მარაგის მედიკამენტების საწყობი

ჩვენი სამედიცინო სერვისები

  • Pediatric Clinic
    ემერჯენსი

    გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (EMERGENCY) მოიცავს: მოზრდილთა ობსერვაციას (4 საწოლზე), ბავშვთა ობსერვაციას (6 საწოლზე) და შოკის დარბაზს (2 საწოლზე). განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე რესპირატორული ტექნიკითა და მონიტორული სისტემებით.

    Gynecological Clinic
    ქირურგიული მკურნალობა

    ქირურგიის მიმართულებები: ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, თორაკალური ქირურგია, ანგიოქირურგია, ენდოვიდეო ქირურგია, გინეკოლოგია, უროლოგია, პროქტოლოგია, ყბა-სახის ქირურგია. დეპარტამენტს ემსახურება საოპერაციო ბლოკი 4 საოპერაციო დარბაზით. საოპერაციოები აღჭურვილია თანამედროვე საანესთეზიო ტექნიკით, ნეიროქირურგიული მიკროსკოპით, ლაპარასკოპული ტექნიკით.

    Laboratory Analysis
    პედიატრია

    პედიატრიის დეპარტამენტი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პედიატრიული პათოლოგიის მკურნალობას გულის თანდაყოლილი მანკების გარდა.

    Cardiac Clinic
    დღის სტაციონარი

    დღის სტაციონარი განკუთვნილია პაციენტების იმ კატეგორიისთვის, რომლებიც საჭიროებენ ამბულატორულ პროცედურებს მონიტორული დაკვირვების ქვეშ. დღის სტაციონარის პირობებში ტარდება შემდეგი პროცედურები: ინტრავენური ინფუზიები, მათ შორის სპეც პრეპარატების ი/ვ შეყვანა, ენდოსკოპიური მანიპულაციები ი/ვ ანესთეზიით და სხვა.

  • Diagnosis Clinic
    ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

    ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია ულტრათანამედროვე გერმანული აპარატურით. დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელია მაღალი სიზუსტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ყველა მიმართულებით.

    Rehabilitation Therapy
    ენდოსკოპია

    ენდოსკოპიური სამსახური აღჭურვილია უახლესი დიაგნოსტიკური სისტემით. ევროპული სტანდარტების შესაბამისად ტარდება ვიდეოგასტროსკოპია, დუოდენო, ბრონქო და კოლონოსკოპია, ხორციელდება ბიოფსიური მასალის აღება და ზუსტი კველევები პროცედურების მიმდინარეობის დროს. ყველა მანიპულაცია ტარდება გაუტკივარებით, რაც დამატებით კომფორტს უქმნის პაციენტს.

    Medical Counseling
    ნევროლოგია

    ნევროლოგიის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მიმართულების ყველა პათოლოგიური მდგომარეობის მართვას თანამედროვე გაიდლაინების გათვალისწინებით. დეპარტამენტი დაკომპლექტებულია თანამედროვე დონეზე მომზადებული სამედიცინო პერსონალით და უახლესი ტექნიკით, განყოფილებას გააჩნია ცალკე ინტენსიური თერაპიის პალატა (ოთხი საწოლი) განსაკუთრებულად მძიმე კონტიგენტისთვის.

    Psychological Counseling
    კარდიოლოგია

    კარდიოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს პაციენტების მომსახურებას საბაზისო გამოკვლევებით, კერძოდ: კარდიოგრაფია, გულის ექოსკოპიური კვლევები, დოპლერი. კლინიკაში მუდმივად იმყოფება მორიგე კარდიოლოგი, რაც სერვისის სრულ უწყვეტობას განაპირობებს.

  • Diagnosis Clinic
    ნეიროქირურგია

    ჩვენი ნეიროქირურგიული განყოფილება თავისი აღჭურვითა და კადრებით ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში. ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა სახის ქირურგიული ჩარევა როგორც თავის ტვინზე, ასევე ხერხემალზე. საოპერაციო აღჭურვა მოიცავს: თანამედროვე ნეიროქირურგიულ მიკროსკოპს, კავიტაციურ ულტრაბგერით სკალპელს და დიგიტალურ მობილურ რენტგენოლოგიურ სისტემას.

    Rehabilitation Therapy
    ენდოკრინოლოგია

    ენდოკრინოლოგიის სამსახური განკუთვნილია როგორც მძიმე პათოლოგიის მქონე, ასევე ამბულატორული პაციენტების მომსახურებისთვის. იგი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებით და აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, უნივერსალური სიმსუქნისა და სხვა მეტაბოლური დარღვევების მქონე პაციენტებს ემსახურება ამბულატორია და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარი.

    Medical Counseling
    კლინიკური ტრანსფუზიოლოგია

    კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის სამსახური უზრუნველყოფს სტაციონარს, ინტენსიური თერაპიის პალატებსა და საოპერაციო ბლოკს ყველა ჯგუფისა და რეზუს–კუთვნილების სისხლის კომპონენტებით. მაღალი დონის აპარატურისა და კვალიფიციური პერსონალის მეშვეობით 24–საათიან რეჟიმში კლინიკა მარაგდება ერითროციტული და თრომბოციტული მასებით, კრიოპლაზმით, ორჯერ გარეცხილი ერითროციტებით.

    Psychological Counseling
    ყბა-სახის ქირურგია

    ყველა სახის ამბულატორიული და სტაციონალური მომსახურება ყბა-სახის ქირურგიაში, მათ შორის რბილ და მაგარქსოვილოვან კეთილთვისებიან სიმსივნურ და სიმსივნისმაგვარ წარმონაქმნთა ქირურგიული მკურნალობა, აგრეთვე დენტალური იმპლანტაცის (შვეიცარული იმპლანტით SGS)

ჩვენი სიახლეები

Center for Medical Technology Innovation

სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა (BLL)

დღეიდან ჩვენთან შესაძლებელია სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა! ტყვია მეტალია, რომელიც მომწამვლელად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ორგანიზმში შეჭრილი ტყვია სისხლში გადადის და ჰემოგლობინის წარმოშობას უშლის ხელს, უარყოფითად კი ძირითადად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს ...


Center for Medical Technology Innovation

მასშტაბური აქცია "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში"!

12 ივლისს "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" მასშტაბური აქცია გაიმართა. სამგორის რაიონის ბაგა-ბაღის პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. სხვადასხვა პროფილის ექიმებმა კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიეს ბაგა-ბაღების 130-მდე თანამშრომელს ...

გამოხმაურებები

  • საუკეთესო ექიმები, არაჩვეულებრივი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ. აქ ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ 24 საათის განმავლობაში. უღრმესი მადლობა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს იმისათვის, რომ ღამის საათებში სასწრაფოს მიერ მიყვანილ ჩემს 3 წლის შვილს ყურადღება და სითბო არ მოაკელით...
    Medea Khomasuridze

    facebook review 5*

  • თბილისის ზღვის ჰოსპიტალი არის საუკეთესო საავადმყოფო თბილისში, სადაც ოპერაციას აკეთებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმები 100%-ით დარწმუნებულები არიან მის აუცილებლობაში. არ ვიცი როგორ გადავუხადო მადლობა ამ ჰოსპიტალის მედ პერსონალს, განსაკუთრებით კლინიკის დირექტორს თეა ახალაძეს. კლინიკის თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ჩემი 12 წლის ანასტასიასთვის ოპერაცია არ გაეკეთებინათ დეტალურ გამოკვლევამდე.
    Elene Elene

    facebook review 5*

  • ეს არის ყველაზე დიდი და საუკეთესო რამ რაც კი ამ ბოლო ხანებში შეიქმნა.არაჩვეულებრივი კლინიკა,არაჩვეულებრივი ექიმებ და მოსახურება. ყველას მადლობა იქ მომუშავე პერსონალს.
    Nino Natidze

    facebook review 5*

ჩვენი ექიმები

ლია დეკანოსიძე

კლინიკური დირექტორი

არჩილ ჯოგიაშვილი

კლინიკური დირექტორი

თეონა ხუჭუა

კლინიკური დირექტორი

ჯონი ჯორბენაძე

ბავშვთა ქირურგი