გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (EMERGENCY) მოიცავს: მოზრდილთა ობსერვაციას (4 საწოლზე), ბავშვთა ობსერვაციას (6 საწოლზე) და შოკის დარბაზს (2 საწოლზე). განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე რესპირატორული ტექნიკითა და მონიტორული სისტემებით.
ქირურგიული მკურნალობა
ქირურგიის მიმართულებები: ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, თორაკალური ქირურგია, ანგიოქირურგია, ენდოვიდეო ქირურგია, გინეკოლოგია, უროლოგია, პროქტოლოგია, ყბა-სახის ქირურგია. დეპარტამენტს ემსახურება საოპერაციო ბლოკი 4 საოპერაციო დარბაზით. საოპერაციოები აღჭურვილია თანამედროვე საანესთეზიო ტექნიკით, ნეიროქირურგიული მიკროსკოპით, ლაპარასკოპული ტექნიკით.
დღის სტაციონარი
დღის სტაციონარი განკუთვნილია პაციენტების იმ კატეგორიისთვის, რომლებიც საჭიროებენ ამბულატორულ პროცედურებს მონიტორული დაკვირვების ქვეშ. დღის სტაციონარის პირობებში ტარდება შემდეგი პროცედურები: ინტრავენური ინფუზიები, მათ შორის სპეც პრეპარატების ი/ვ შეყვანა, ენდოსკოპიური მანიპულაციები ი/ვ ანესთეზიით და სხვა.
ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია ულტრათანამედროვე გერმანული აპარატურით. დროის მცირე მონაკვეთში შესაძლებელია მაღალი სიზუსტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ყველა მიმართულებით.
ენდოსკოპია
ენდოსკოპიური სამსახური აღჭურვილია უახლესი დიაგნოსტიკური სისტემით. ევროპული სტანდარტების შესაბამისად ტარდება ვიდეოგასტროსკოპია, დუოდენო, ბრონქო და კოლონოსკოპია, ხორციელდება ბიოფსიური მასალის აღება და ზუსტი კველევები პროცედურების მიმდინარეობის დროს. ყველა მანიპულაცია ტარდება გაუტკივარებით, რაც დამატებით კომფორტს უქმნის პაციენტს.
ნევროლოგია
ნევროლოგიის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მიმართულების ყველა პათოლოგიური მდგომარეობის მართვას თანამედროვე გაიდლაინების გათვალისწინებით. დეპარტამენტი დაკომპლექტებულია თანამედროვე დონეზე მომზადებული სამედიცინო პერსონალით და უახლესი ტექნიკით, განყოფილებას გააჩნია ცალკე ინტენსიური თერაპიის პალატა (ოთხი საწოლი) განსაკუთრებულად მძიმე კონტიგენტისთვის.
კარდიოლოგია
კარდიოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს პაციენტების მომსახურებას საბაზისო გამოკვლევებით, კერძოდ: კარდიოგრაფია, გულის ექოსკოპიური კვლევები, დოპლერი. კლინიკაში მუდმივად იმყოფება მორიგე კარდიოლოგი, რაც სერვისის სრულ უწყვეტობას განაპირობებს.
ნეიროქირურგია
ჩვენი ნეიროქირურგიული განყოფილება თავისი აღჭურვითა და კადრებით ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში. ჩვენს კლინიკაში ტარდება ყველა სახის ქირურგიული ჩარევა როგორც თავის ტვინზე, ასევე ხერხემალზე. საოპერაციო აღჭურვა მოიცავს: თანამედროვე ნეიროქირურგიულ მიკროსკოპს, კავიტაციურ ულტრაბგერით სკალპელს და დიგიტალურ მობილურ რენტგენოლოგიურ სისტემას.
ენდოკრინოლოგია
ენდოკრინოლოგიის სამსახური განკუთვნილია როგორც მძიმე პათოლოგიის მქონე, ასევე ამბულატორული პაციენტების მომსახურებისთვის. იგი დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებით და აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, უნივერსალური სიმსუქნისა და სხვა მეტაბოლური დარღვევების მქონე პაციენტებს ემსახურება ამბულატორია და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარი.
კლინიკური ტრანსფუზიოლოგია
კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის სამსახური უზრუნველყოფს სტაციონარს, ინტენსიური თერაპიის პალატებსა და საოპერაციო ბლოკს ყველა ჯგუფისა და რეზუს–კუთვნილების სისხლის კომპონენტებით. მაღალი დონის აპარატურისა და კვალიფიციური პერსონალის მეშვეობით 24–საათიან რეჟიმში კლინიკა მარაგდება ერითროციტული და თრომბოციტული მასებით, კრიოპლაზმით, ორჯერ გარეცხილი ერითროციტებით.
ყბა-სახის ქირურგია
ყველა სახის ამბულატორიული და სტაციონალური მომსახურება ყბა-სახის ქირურგიაში, მათ შორის რბილ და მაგარქსოვილოვან კეთილთვისებიან სიმსივნურ და სიმსივნისმაგვარ წარმონაქმნთა ქირურგიული მკურნალობა, აგრეთვე დენტალური იმპლანტაცის (შვეიცარული იმპლანტით SGS)
გასტროენტოროლოგია
გასტროენტეროლოგიური სამსახური პაციენტებს თავაზობს ამბულატორიულ გამოკვლევათა სრულ სპექტრს და სტაციონარულ მკურნალობას კომფორტულ პირობებში. უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების სრულფასოვან გამოკვლევებსა და მკურნალობას მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აპრობირებული მეთოდებით.
უროლოგია
უროლოგიური სამსახურის პერსონალი მუდმივად, 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს როგორც ზრდასრული, ასევე ბავშვთა ასაკის პაციენტების სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას. უროლოგიური სამსახურის განკარგულებაშია ულტრასონოგრაფიული , რენტგენოლოგიური და კომპიუტერულ–ტომოგრაფიული დიაგნოსტიკის ყველა შესაძლო მეთოდი, რაც უზრუნველყოფს დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებასა და თანამედროვე გაიდლაინებით მკურნალობის პროცესს.
რეანიმაცია
ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის დეპარტამენტი გაშლილია 27 საწოლზე (6 – ბავშვთა და 21 – მოზრდილთა). თითოეული მაღალტექნოლოგიური საწოლი დაკომპლექტებულია უმაღლესი კლასის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატით (DRAGER) და მონიტორული სისტემებით, რომლებიც განაპირობებენ სასუნთქი სისტემის, პერიფერიული და ცენტრალური ჰემოდინამიკის უწყვეტ მონიტორინგს.
რენტგენოლოგია
რენტგენოლოგიური სამსახური სტანდარტული რენტგენოლოგიური გამოკვლევების გარდა (გულმკერდი, თავის ქალა, მუცლის ღრუ, ხერხემლის სვეტი, კიდურები, სახსრები, მცირე მენჯი, ნეკნები, უროგრაფია), უზრუნველყოფს ქირურგიული პროცედურებისა და ოპერაციების სრულ მხარდაჭერას (სანაღვლე გზების დრენირება, ქოლანგიოპანკრეატოგრაფია და სხვა).
ექოსკოპია
ულტრასონოგრაფიის სამსახური აღჭურვილია ახალი თაობის ექოსკოპიის აპარატებით, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია შემდეგი გამოკვლევების ჩატარება: მუცლის ღრუს ორგანოები; ჰეპატო–პანკრეატო–ბილიარული სისტემა, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა; სარძევე, ფარისებრი ჯირკვლებისა და პერიფერიული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა; თავის ტვინის სკანირება.
კომპიუტერული ტომოგრაფია
„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ 24 საათიან სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებს უახლესი ოფციებით აღჭურვილი თანამედროვე მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი – „Toshiba Aquilion-16“. აპარატი აღჭურვილია მაღალი თბოტევადობის მილაკით (7,5 მლნ. ჰიტ–იუნიტი), რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო ვიზუალიზაციას, კტ–კორონაროგრაფიისა და მაღალი ხარისხის ანგიოგრაფიული გამოკვლევების შესაძლებლობას.